თეგებით ძიება

თბილისში პოლიციელი დაჭრეს

თბილისში პოლიციელი დაჭრეს. სამართალდამცველს საკუთარ სახლთან ესროლეს. შაკო ფერაძე ახლა კლინიკაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პირველებმა" გაარკვია, რომ წყნეთის პოლიციის თანამშრომელს ვეძისში საკუთარ სახლთან შუაღამისას ორი ადამიანი ჩაუსაფრდა. შინაგან საქმეთა სამანისტროს თანამშრომელს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ გვიან ღამით 5 გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, სროლის შემდეგ დაჭრილი ფერაძე სახლში შევიდა, მასზე რეგისტრირებული იარაღი გამოიტანა და თავდამსხმელებს ცეცხლი თავადაც გაუხსნა, თუმცა მათ გაქცევა მოასწრეს.

გავიგე სროლის ხმა, გავედი, „რა ხდება“-მეთქი და რა ხდება და შაკო დაჭრესო. ჩემი მაზლის შილიშვილია ეს ბიჭი. შაკო დაჭრესო და წაიყვანა სასწრაფომ. რატომ მოხდა, არავინ იცის, - ამბობს ნათესავი.   

დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრების ინფორმაციით, თავდასხმა შაკო ფერაძის სამსახურს უკავშირდება. 

გაქცეულ ორ დამნაშავეს შსს უკვე რამდენიმე საათია ეძებს. 

წყარო: ტვ პირველი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა