თეგებით ძიება

მარტის თვეში 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.

დღეისათვის, 200 ლარიანი დახმარების მარტის თვის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია, კომპენსაცია ჩაერიცხება 130 645 პირს, 26 129 00 ლარის ოდენობით.

დღეის მდგომარეობით თებერვლის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 139 618 პირს, 27 923 600 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იანვრის თვეს, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 362 პირს, 21 272 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა