თეგებით ძიება

ნიკოლოზ სამხარაძე: საზოგადოება თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არცერთი რუსი ტურისტი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, კი ბატონო, ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედოთ

"საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ მთავარ პირობაზე, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საზოგადოება თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და კი ბატონო, ამ გადაწყვეტილების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ", - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„იმაზე თუ შევთანხმდებით, რომ ჩვენთვის საჭიროა რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ, მაშინ ცალკეული ადამიანების გამოყოფა არ შეიძლება და ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, ამ ადამიანს დარღვეული აქვს თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი. ეს არის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. როცა შევთანხმდებით, კითხვები მოიხსნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა