თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

"9 თვის განმავლობაში ბავშვს მუცლით ისე ვატარებდი წარმოდგენაც არ მქონდა" - სიობჰან ბუჩანანი

შოტლანდიაში მცხოვრებ 19 წლის სიობჰან ბუჩანანს წარმოდგენა არ ჰქონდა რომ ორსულად იყო მანამდე, სანამ ერთ დღესაც მშობიარობა მოულოდნელად დაეწყებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

სიობჰანი ამბობს, რომ მას არც მუცელი გაზრდია და ციკლიც ყოველთვიურად მოსდიოდა, ამიტომ ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ორსულად იყო. ის და მისი ბოიფრენდი, კიერან მილარი სექსის დროს მუდმივად იყენებდნენ პრეზერვატივს.

„მე და ჩემი შეყვარებული პრეზერვატივს სულ ვიყენებდით. მუცელი არ გამზრდია, ციკლიც ჩვეულებრივად მქონდა. 9 თვის განმავლობაში ბავშვს მუცლით ისე ვატარებდი წარმოდგენაც არ მქონდა. სახის კანი შემეცვალა და დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ორსულებს სჩვევიათ ასე. ორსულობის ტესტი რამდენჯერმე გავიკეთე, მაგრამ პასუხი უარყოფითი იყო“,- ამბობს სიობჰანი.

ერთ დღესაც მას წელის საშინელი ტკივილები დაეწყო.

„წელი საშინლად მტკიოდა. ერთ საღამოს ტუალეტში შევედი და ვიგრძენი როგორ მომდიოდა წყალი ფეხებს შუა. მშობლებს დავუძახე და ვუთხარი რომ საავადმყოფოში უნდა წავეყვანე, რადგან რაღაც რიგზე არ იყო. ჩემდა გასაკვირად, ექიმებმა სამშობიარო განყოფილებაში გადამიყვანეს. ცოტა ხანში კი ვიმშობიარე. ექიმმა ამიხსნა, რომ ბავშვი ზურგშექცევით იწვა და ამიტომ მუცელი არ გამზრდია“,- იხსენებს ის.

სიობჰანმა შვილს ოსკარი დაარქვა, ახლა ბავშვი 23 თვისაა. ის სრულიად ჯანმრთელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა