თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5000 ადამიანს შეეძლება

საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5000 ადამიანს შეეძლება. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაკანსიების რაოდენობა დასაქმების მსურველთა დიდი ინტერესის გამო გაიზარდა.

როგორც საიტზეა აღნიშნული, პირველ სეზონურ მუშაკებს საქართველოდან მიმდინარე წლის მაისში ელოდებიან.

სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში - 86 395. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა