თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

იტალიის საზღვაო ძალების ოფიცერმა რუსეთის დაზვერვას საიდუმლო სამხედრო მასალები გადასცა

რომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული იტალიის საზღვაო ძალების ოფიცერი რუსეთის დაზვერვას სრულიად საიდუმლო სამხედრო მასალებს გადასცემდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სასამართლო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

54 წლის ვალტერ ბიოტი, იტალიის სამხედრო საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი, 30 მარტს დააკავეს, როდესაც რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დოკუმენტებს აძლევდა.

გამოძიების ინფორმაციით, ვალტერ ბიოტი რუსეთის დაზვერვას ნატოს საიდუმლოებებს 5 000 ევროს სანაცვლოდ აწვდიდა.

ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის ბინიდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ დაკავებული რუსეთის დაზვერვას ნატოს საიდუმლო დოკუმენტაციასაც აწვდიდა.

31 მარტს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა