თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა - დონბასის საბრძოლო ზონაში ორი ჯარისკაცი დაიჭრა

პოლიციამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტომობილის ჩხრეკისას უკანონო საბრძოლო იარაღია მოიღო. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინოფმრაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა