თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სპეცოპერაცია სტამბოლის 8 უბანში, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 12 ეჭვმიტანილი დააკავეს და ციფრული დოკუმენტაცია ამოიღეს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები კონფლიქტურ ზონებში მყოფ ტერორისტებს ფულს უგზავნიდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა