თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

რუსეთი არავის ემუქრება და არც არასდროს ემუქრებოდა...

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ ნატოს ჯარების დაჯგუფების შესაძლო გაძლიერების შემთხვევაში, რუსეთი დამატებით ზომებს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, რუსეთის საზღვრების მახლობლად მოვლენების ამგვარი განვითარება დაძაბულობის შემდგომ ზრდას გამოიწვევს. ეს რუსეთს აიძულებს, დამატებითი ზომები მიიღოს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, საკითხის იმგვარად დაყენება, რომ რუსეთი მოწინააღმდეგეა, დაუშვებელი და უადგილოა.

„რუსეთი არავის ემუქრება და არც არასდროს ემუქრებოდა. ჩვენი პოზიცია ამას ეფუძნება“, - აღნიშნა მან.

1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა