თეგებით ძიება
02. 04. 2021 მსოფლიო

ტუნისში ქალმა ჩვილ შვილთან ერთად თავი აიფეთქა

ტუნისში, თავდაცვის სამინისტროს ორი ოპერაციის ფარგლებში, სამი ტერორისტი და ერთი ჩვილი დაიღუპა, - ამის შესახებ Anadolu წერს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მოკლულია „ხალიფატის მებრძოლთა“ ლიდერი, ჰამდი ჟუიბი, რომელიც Daesh/ISIS-თან თანამშრომლობდა და ამ დაჯგუფებასთან ერთად, არაერთი ტერორისტული აქტი განუხორციელებია.

კიდევ ერთი ოპერაციის ფარგლებში, მოკლეს ტერორისტი კაცი, რომელსაც თან ახლდა უცხოელი მეუღლე.

„მისმა ცოლმა თავი ასაფეთქებელი ქამრით აიფეთქა, რამაც მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის დაღუპვაც გამოიწვია“ - აცხადებენ ტუნისის თავდაცვის სამინისტრში. ამასთან, განმარტავენ, რომ ქალთან ახლოს იყო მისი კიდევ ერთი ქალიშვილი, რომელიც გადარჩა.

2013 წლის შემდეგ, ტუნისი ტერორისტების ერთ-ერთი სამიზნე გახდა. ყველაზე ხშირია Daesh/ISIS-ის თავდასხმები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა