თეგებით ძიება
04. 04. 2021 მსოფლიო

ჰაკერებმა facebook-ის 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაამჟღავნეს

ჰაკერებმა სოციალური ქსელ facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღი, ადგილმდებარეობა და სხვა პირადი ინფორმაცია გაავრცელეს. მომხმარებლების პირადი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში შაბათს გავრცელდა.

106 ქვეყნის მომხმარებელთა შორის ქართველებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, 32 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გავრცელდა აშშ-დან, 11 მილიონის - დიდი ბრიტანეთიდან, 6 მილიონის - ინდოეთიდან. რაც შეეხება საქართველოს, 95 193 ქართველი ფეისბუქმომხმარებლის პირადი მონაცემები არის გამჟღავნებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა