თეგებით ძიება
04. 04. 2021 მსოფლიო

კაიროში უძველესი მუმიების აღლუმი გაიმართა (ფოტოები)

"ფარაონების ოქროს აღლუმი" - ეგვიპტის დედაქალაქის ქუჩებში მუმიების საზეიმო სვლა გაიმარათა.

როგორც CNN წერს, ღონისძიების ფარგლებში, ფარაონებისა და დედოფლების 22 მუმია ჩამოატარეს.

ის, რაც ერთი შეხედვით ფილმის სცენარს უფრო ჰგავს, ეგვიპტის ისტორიის აღნიშვნის დღესასწაულია, პროექტის ფარგლებში ზოგიერთი მუმია განსასვენებლიდან მაღალტექნოლოგიურ ობიექტებში გადაიტანეს.

ტურიზმის სამინისტროს მიერ ორგანიზეული აღლუმის დროს ეგვიპტის მმართველების მუმიები ეგვიპტური მუზეუმიდან ეგვიპტის ცივილიზაციის ახალ ეროვნულ მუზეუმში გადაასვენეს.

„ეს დიდებული სცენა ახალი მტკიცებულებაა ეგვიპტელი ხალხის სიდიადის, ამ უნიკალური ცივილიზაციის მცველი ხალხის, რომლის ფესვები ღრმად ისტორიაში მიდის“,- დაწერა ეგვიპტის პრეზიდენტმა ტვიტერზე.

კაიროში უძველესი მუმიების აღლუმი გაიმართა (ფოტოები)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა