თეგებით ძიება
05. 04. 2021 მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: რუსეთის სამხედრო ქმედებებს სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები განიხილა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ვესაუბრე. სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის გარშემო. ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა