თეგებით ძიება
05. 04. 2021 მსოფლიო

რამ გააოგნა უცხოელი პროფესორი, ქართველი ახალგაზრდების ნახვის შემდეგ?

"ჩვენ ვართ მატერიაზე მიწებებული, მშობლები 24 საათი მუშაობენ, რომ შვილი უზრუნველყონ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ამაში არ არის ბედნიერება”, – ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა.

პროფესორი ამბობს, რომ ქართველი ახალგაზრდები ხშირად მშობლებზე არიან დამოკიდებული და საკუთარი შრომით არაფერს ქმნიან, რაც შვილებისთვის დათვური სამსახურის გაწევაა და დაუშვებელია.

“ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადაადგილდებიან, ჩემს ნაცნობ პროფესორს უთხრა, “რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო”. მოგვიანებით, როცა გაიგო, ეს მანქანები არა ახალგაზრდების შრომით, არამედ ხშირ შემთხვევაში მშობლების მიერ არის შეძენილი, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. ეს არის დათვური სამსახურის გაწევა შვილებისთვის.

სამწუხაროდ, ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, უნდა ყველაფერი გაუკეთოს საკუთარ შვილს და არ აძლევს თმენის გამომუშავების საშუალებას, რაც უმთავრესია.

შვილმა საკუთარი შრომით რა შექმნა? ვერაფერი… რადგან მშობელი აკეთებს მის ნაცვლად ყველაფერს. სამწუხაროდ, მშობლებს საკუთარი პირადი ცხოვრება არ აქვთ და შვილებში ხედავენ საკუთარი არარეალიზებული ოცნებების ასრულების შესაძლებლობას”, – ამბობს თამარ გაგოშიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა