თეგებით ძიება
05. 04. 2021 მსოფლიო

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს

ანკარას პროკურატურამ თურქეთის საკონსტიტუციო წყობის დარღვევის მცდელობის ბრალდებით 14 გადამდგარი ადმირალის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ამჟამად 10 გადამდგარი ადმირალია დაკავებული და სამართალდამცველები მათ სახლებში ჩხრეკას ატარებენ.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 4 აპრილს გადამდგარმა ადმირალებმა წერილი გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს თურქეთის მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

პროკურატურამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევს და განცხადების ავტორებს საკონსტიტუციო წყობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების შერყევის მიზნით შეთქმულებაში სდებს ბრალს.

გადამდგარმა ადმირალებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „შეშფოთებით აკვირდებიან „სტამბოლის“ არხის შექმნის საკითხის განხილვას საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების იურისდიქციის კონტექსტში“.

მათ მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ მონტრეს კონვენციიდან თურქეთის გასვლის შესაძლებლობის განხილვა. სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის შენარჩუნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა