„იმ სტადიაში ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დავიწყოთ“ - მეგრელიშვილი
„უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დავიწყოთ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დანიელსონის დოკუმენტის მთავარი შინაარსი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მტრობის დასრულება იყო და სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს.
„უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება დავიწყოთ. როდესაც კონსენსუსი იქნება, მერე უკვე სრულად ღია ვიქნებით. ამ დოკუმენტის მთავარი შინაარსი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მტრობის დასრულება. ამიტომაც ვუჭერდი მხარს შეთანხმებასა და ხელმოწერას“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.