თეგებით ძიება

"შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში“ - მაია ბუწაშვილი HMPV ვირუსზე

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალ hMPV ვირუსზე წერს.

"ბოლო დღეებში მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ჩინეთში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (hMPV) შემთხვევები.  

hMPV არ არის ახალი ვირუსი, ის აღმოაჩინეს 2001 წელს და საკმაოდ ხშირად გვხვდება რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებში. ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკული დაავადებების მქონეებში, თუმცა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს (სურდო, ხველა და სხვა რესპირატორული სიმპტომები).

რაც შეეხება ჩინეთს, ამ მომენტისთვის ოფიციალური მონაცემებით შემთხვევების რაოდენობა მომატებულია, თუმცა არ აღემატება სხვა წლებში დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მიმართვიანობაც არ არის განსაკუთრებულად მაღალი.

თუმცა ვინაიდან კოვიდის პანდემიის გარიჟრაჟზე ჩინეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც თუ ისე სანდო აღმოჩნდა, ზოგიერთები მაინც შიშობენ, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდეს ეპიდაფეთქებას. ჯანმო აცხადებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან და ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს. 

აქვე დავამატებ, რომ აშშ მონაცემების მიხედვით, ბოლო დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციების 19% მოდის გრიპის ვირუსზე, 7.1% კორონავირუსზე და 1.94% მეტაპნევმოვირუსზე", - წერს ექიმი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა