თეგებით ძიება

კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% "ქართულ ოცნებას“, ხოლო 18% "ნაცმოძრაობას" მისცემდა ხმას - IRI

"კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - გამოკითხული მოსახლეობის 35% ამბობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს 18%, - ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევაში.


გარდა ამისა, რესპონდენტთა 3% "ევროპულ საქართველოს" მისცემდა ხმას, 3% აქვს "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელსაც“.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 2% ხმას მისცემდა "გირჩი - ზურაბ ჯაფარიძეს", 2-2% აქვს "პატრიოტთა ალიანსს“ და ლეიბორისტულ პარტიას, ასევე პარტია "მოქალაქეებს“. გამოკითხული მოსახლეობის 1% ხმას მისცემდა "ლელოს.“

არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა გამოკითხული მოსახლეობის 10%, კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხული მოქალაქეების 15%-ს, ხოლო ყველა პარტიას 5% გადახაზავდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა