თეგებით ძიება

"ცხოვრებაში პირველად მომწერა ქ ა ლ მ ა ასეთი რამე...ავირიე, ავფორიაქდი" - ბაკურ სვანიძე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამ საღამოს ცხოვრებაში პირველად მომწერა პროვატში ქ ა ლ მ ა ასეთი რამე - "ჩემს ყურადღებაში იმიტომ მოხვდი, რომ ს ა პ ი ო ს ე ქ ს უ ა ლ ი ვარო!" - ბიჯო, ავირიე, ავფორიაქდი, მეთქი რა არის ნეტა, რა ოხრობაა ეს "საპიოსექსუალი"? ალბათ ს ა პ ო ნ ს რომ ცოტა არ იყოს, არადანიშნულებისამებრ ხმარობს? კაი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? რაღაც უამრავი ეს "ამსექსუალი" და "იმსექსუალი" მოიგონეს ამ ბოლოს... ადრე მარტივად იყო - "დირკუ ნაშოლ, დავაი პაშოლ-სექსუალები" - იყვნენ უმეტესობა... მოკლედ, მეთქი, საპონთან მე რა შუაში ვარ თქო? - გავუბედე შეკითხვა... მოიცაო, შენ მართლა არ იცი "საპიო" რას ნიშნავსო? ეუფ! დამცხა! იმდენად სექსუალურად ფიქრობს თურმე საპონზე, მოფერებით
"საპიოს" ეძახის თქო - ვიფიქრე... იმან განაგრძო - არაო, ვერ დავიჯერებ შენ საპიო არ იცოდეო!.. კაცოოოო! ცოტა გავწიწმატდი - შენ რა, მეთქი, რას
მეუბნები რომ მე მაქვს საპონთან რამე სექსუალური ამბები თქო? რეებს ჩმახავ - თქო, ცოტა შევუღრინე! შეშინდა ეტყობა და არაო, "საპიო" გონება, ჭკუა, აზროვნებააო. "ჰომო საპიენს" -მოაზროვნე ადამიანიო და მაქედან "საპიო სექსუალიო" და მიხვდი ახლა, რომ კომპლიმენტს გეუბნებიო! ვაააა, ჰოოოო, მეთქი... გასაგებია, ანუ უნდა დავჯდეთ ერთად მე და შენ და სექსზე ვ ი ა ზ რ ო ვ ნ ო თ თქო! მივხვდი მეთქი! ჰო, რა მამენტ, უკვე კი ვარ იმ ასაკში პ რ ა ქ ტ ი კ უ ლ სექსს, უფრო სექსზე თ ე ო რ ი უ ლ ი აზროვნება მერჩივნოს... ეგ ადრე იყო, 20-25 წლის რომ ვიყავი, ვერაფრით ვხვდებოდი "ტ ყ ნ ა უ რ ს" ის რაღაც მეორე მნიშვნელობა რატომ ჰქონდა - რამე რომ ე ზ ა რ ე ბ ო დ ა კაცს და "აუ, ახლა ეგ მატყნაურეო" რომ იტყოდა... ჰოდა, აგე, მოვიდა ასაკი და ვხვდები ნელ-ნელა! ამიტომაც, გამიხარდა ჩემი ჭკუის არის - თქო და დავაი,
მეთქი გნახავ და ვიაზროვნოთ სექსზე ჭკვიანად - თქო! შენო - მ ე კ ა ი ფ ე ბ ი ო? - ვეღარ გაუძლო წ ნ ე ხ ს! დედაკაცო! - მე ვუთხარი - მთელი "საპიო" და ამბავი და "ჭკუა" "გონება" და თვით "აზროვნება" ყიფილხარ და მაგდენს ვეღარ მიხვდი ამდენ ხანს ადამიანი რამეს
მართლა გეუბნება თუ გეკაიფება - თქო? ჰოოოოდა... აი, ასე გადაიქცა ეს ჩვენი "საპიოსექსუალი" გოგონა "იმსექსუალად", რასაც, ალბათ, ჩემთან პრივატ- საუბრამდე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთიმიმართულებაც არსებობდა - ბ ლ ო კ ი ო ს ე ქ ს უ ა ლ ი!

დამიჯერეთ, ყველაზე უპრობლემო მიმართულებაა!", - წერს სვანიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა