თეგებით ძიება

„ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია“ - გოცირიძე

„მომხმარებლებლებისათვის სესხზე პროცენტები არ მცირდება, ბანკები მდიდრდება“ - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 

ამარაგებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფი ფულით, ე. წ. რეფინანსირების სესხებით, იქვეა სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთები, იქვეა საპენსიო ფონდის ფული. 

ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ. არც ევროპისა და არც რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ არის აქტივებთან შედარებით იმ ზომის მოგება, რაც საქართველოს საბანკო სისტემაშია. 

მომხმარებლებლებისათვის სესხზე პროცენტები არ მცირდება, ბანკები მდიდრდება - წერს გოცირიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა