თეგებით ძიება

პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვა ან იურიდიული შეცდომაა, ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება - ვახტანგ ხმალაძე

 პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, - წერს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციური პარტიების ნაწილის მტკიცება, თითქოსდა ცესკოსთვის ახლავე მიმართვა უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

"პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება. თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. ეს ასე არ არის, მაგრამ ამის სამართლებრივ მტკიცებას არ შევუდგები. მხოლოდ ერთს ვიტყვი და დაფიქრდით: დავუშვათ, რომ შესაძლებელია არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილების ცნობამდე, მანდატებზე უარის თქმა და, იმავდროულად, პარტიული სიის გაუქმება. ახლა დავუშვათ, რომ დამარცხებულმა პარტიებმა 51 მანდატი მიიღეს, უფლებამოსილების ცნობამდე უარი თქვეს მანდატებზე და პარტიული სიებიც გააუქმეს. რას მივიღებთ? პარლამენტი ცნობს მხოლოდ 99 წევრის უფლებამოსილებას და ვეღარ გააგრძელებს მუშაობას - საჭირო გახდება ხელახალი არჩევნები. და თუ იგივე გამეორდა მეორედაც, მესამედაც და ა.შ.? გამოვა, რომ 51 დამარცხებულს ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგების ბლოკირება, რაც სრული აბსურდია! დღეს პრობლემა არჩევნების არალეგიტიმურობაა და ამას უნდა მივხედოთ!", - წერს ვახტანგ ხმალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა