თეგებით ძიება

კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოში მეორე წარუმატებელი მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

„31 მარტს ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელსონის მეორე მისია პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. ორივე მხრიდან, მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან წარმოდგენილ წინადადებებზე კომპრომისზე წასვლის პოლიტიკური ნება არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული კომპრომისის პოვნა. ეს მოწოდება ძალაშია. კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. ახლა შემდგომ ნაბიჯებზე შიდა მსჯელობა იქნება“, - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი ნაბილა მასრალი.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა