გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა - მოსამართლე ირწმუნება, რომ აშშ-ში ოჯახის გამო წავიდა
უვადოდ არჩეული მოსამართლე მაია სვიანაძე, რომელიც აშშ-ში შვებულების დროს წავიდა და დარჩა, ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ოჯახის გამო მიიღო. მისი თქმით, კოლეგებმა იცოდნენ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებდა:
"შვებულებაში ვიყავი და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდგომ განცხადება დავწერე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა. რა თქმა უნდა, იცოდნენ, დაუკითხავად საქმეებს ხო არ დავყრიდი. რა თქმა უდნა, საქმეები გადავაბარე. შვებულებაში გავედი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე წესრიგში, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმინილიყო.
ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ ცხოვრობს, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. შვილთან წავედი საცხოვრებლად, უბრალოდ შვილთან წავედი საცხოვრებლად. აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი , ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი", - განაცხადა სვიანაძემ "პალიტრანიუსთან".
შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შვებულებაში გასული მაია სვიანაძე ამერიკაში წავიდა და საცხოვრებლად დარჩა.