თეგებით ძიება
06. 04. 2021 მსოფლიო

ბრიტანელი მსახიობი პოლ რიტერი გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი პოლ რიტერი 54 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ The Guardian წერს. მსახიობი მძიმედ იყო ავად, მას ტვინის სიმსივნე დაუდასტურდა.

მსახიობის ყველაზე ცნობილ სერიალად „ჩერნობილი“ (2019 წელი) დასახელდა, სადაც ანატოლი დიატლოვის როლი შეასრულა.

პოლ რიტერი მონაწილეობდა ფილმებში „ჰარი პოტერი“, „ინფერნო“. ის თეატრის სცენაზეც გამოდიოდა.

მსახიობს ლოურენს ოლივიეს პრემია აქვს მიღებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა