"ოცნებას" მხოლოდ შეზღუდვებზე უჭირავს თვალი. რატომ?"- ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია გართულებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"პატარა მოსახლეობის ყოლა ბევრ რამეში ცუდია, მაგრამ აი, ვაქცინაციისთვის მისწრებაა!
ჩვენი ეკონომიკა სულს ღაფავს, შიმშილობა უკვე რეალობაა.
საყოველთაო აცრები არის რეალისტური და ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი პანდემიიდან!
ამ დროს რა ხდება?
დღეში 1000 ადამიანიც არ იცრება.
ვერ ვხედავთ ვაქცინის მოსაპოვებლად გადადგმულ ნაბიჯებს.
ვერ ვხედავთ აქტიურ კამპანიას, რომ მოსახლეობამ დაძლიოს აცრის შიში.
ჩვენ გვჭირდება სწრაფი ვაქცინაცია და ქვეყნის სრული გახსნა, რომ ხალხმა ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურადაც ამოისუნთქოს.
მაგრამ ოცნებას მხოლოდ შეზღუდვებზე უჭირავს თვალი. რატომ? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდვებით ჩაკლას პოლიტიკური პროტესტი?
p.s. პრემიერი კოვიდიანია, აცრა იმიტომ არ აქვს გაკეთებული, რომ პრივილეგირებული არ ყოფილიყოო, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა - ეს უკვე სიდებილეა!", - წერს ბატარაია ფეისბიქზე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის 800-მდე გაიზარდა.