IRI-ის კვლევა პირდაპირ აჩვენებს იმ მაღალ ნდობას, რაც მოსახლეობას პერსონალურად აქვს გიორგი გახარიას მიმართ - ბერდია სიჭინავა
IRI-ის კვლევა პირდაპირ აჩვენებს იმ მაღალ ნდობას, რაც მოსახლეობას პერსონალურად აქვს გიორგი გახარიას მიმართ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
"• საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირდაპირ აჩვენებს იმ მაღალ ნდობას, რაც ჩვენს მოსახლეობას პერსონალურად აქვს გიორგი გახარიას მიმართ;
• კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან;
• „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი);
• ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია ხალხთან, ჩვენს მოსახლეობასთან იქონიოთ პირდაპირი, მჭიდრო კონტაქტი, რისი დეფიციტიც არასოდეს ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (იმედი მაქვს, თქვენ მიერ დაანონსებული რეგიონალური შეხვედრების დროს ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მოგეცემათ).
• გიორგი გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას, ალბათ, ისევ აჯობებდა ამ საკითხზე „დუმილის უფლება“ გამოგეყენებინათ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მსგავსად.
P.S.
• ცნობისთვის, სალომე სამადაშვილსაც ამ დეპუტატის მსგავსი მოსაზრებები ჰქონია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით", - წერს ბერდია სიჭინავა ფეისბუქზე.