"წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი, კარგად ვარ უკვე "- ელენე ხოშტარია
მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თავს უკეთ გრძნობს.
"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი, მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე", - წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს.