თეგებით ძიება
07. 04. 2021 მსოფლიო

ჩილეში ასეულობით ქალმა სახელმწიფოსგან კონტრაცეპტივები მიიღო, მაგრამ მაინც დაფეხმძიმდნენ

ჩილეში ქალებმა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ დამტკიცებული კონტრაცეპტული საშუალება მიიღეს, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა არ იმუშავა და ისინი დაფეხმძიმდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ცნობილია, რომ ამ სიტუაციაში მინიმუმ 170 ქალი აღმოჩნდა. სახელმწიფო მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარს აცხადებს. ქვეყნის უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებამ შესაბამისად არ გააშუქა ეს საკითხი, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წუნიანი მედიკამენტისგან დაზარალებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. გამოვლენილი დაზარალებულები სასამართლოში კოლექტიური სარჩელის შეტანას გეგმავენ.

გამოცემის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასამართლოში რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ, სახელმწიფომ კონტრაცეპტივის მწარმოებელ კომპანიას დიდი ჯარიმა დააკისრა. აქამდე უცნობი რჩება, თუ როგორ მოხვდა მოსახლეობაში წუნიანი პრეპარატი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა