თეგებით ძიება
07. 04. 2021 მსოფლიო

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატოში გაწევრიანების პროცესს ართულებს - გიტანას ნაუსედა

"საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატოში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა მისი შეჩერება არ შეუძლია", - ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, მიაღწევს თუ არა უკრაინა ნატოს წევრობას იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„შემთხვევით არ დაწყებულა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. მე უპირველეს ყოვლისა საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, მაგრამ მისი შეჩერება არ შეუძლია. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა