თეგებით ძიება
07. 04. 2021 მსოფლიო

პოლონეთში შეზღუდვები 18 აპრილამდე გახანგრძლივდა

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები 18 აპრილამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამ ნეძელსკის თქმით, ქვეყნის საავადმყოფოებს მესამე ტალღასთან გამკლავება უჭირთ. ქვეყნის მაშტაბით 18 აპრილამდე დახურული იქნება სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კინოთეატრები და თეატრები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 065 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა