თეგებით ძიება
07. 04. 2021 მსოფლიო

ანგელა მერკელი ლოკდაუნის დაწესების მოთხოვნებს მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გერმანიაში მოკლევადიანი მკაცრი ლოკდაუნის დაწესების მოთხოვნებს მხარს უჭერს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, ულრიკე დემერმა განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ფონზე გერმანიის რამდენიმე რეგიონის ლიდერმა მოკლევადიანი მკაცრი ლოკდაუნის დაწესება მოითხოვა.

„მოკლევადიანი საყოველთაო ლოკდაუნის მოთხოვნა სწორია. გერმანიაში ინტენსიური თერაპიის პაციენტების რიცხვი იზრდება. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი სტაბილურად ასზე ნაკლები უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა