თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

იტალიაში 70 ადამიანი დააკავეს

იტალიელმა კარაბინერებმა და ფინანსური გვარდიის თანამშრომლებმა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფება „ნდრანგეტასთან“ კავშირების გამო 70 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია რომში, ნეაპოლში, კატანძაროსა რეჯო-დი-კალაბრიაში ჩაატარეს.

დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებასა და გადასახადების გადახხდისგან თავის არიდებაში.

სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფული ამოიღეს და მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დააყადაღეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა