ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე და 2 წუთით გაჩერებული ისრაელი (ფოტო)
დღეს ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ტრადიციისამებრ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მთელი ისრაელის მასშტაბით მოძრაობა 2 წუთით შეჩერდა.
2 წუთის განმავლობაში ქვეყნის ყველა ქალაქში სირენის ხმა ისმოდა, რა დროსაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეების მოძრაობა შეჩერდა.
ჰოლოკოსტის დროს ნაცისტურმა გერმანიამ ევროპის მასშტაბით 6 მილიონი ებრაელი გაანადგურა, მათ შორის 1.5 მილიონი ბავშვი.