თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

აშშ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს განიხილავს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მხრიდან ქვეყნის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და SolarWind-ზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ დაზვერვის მასალების შესწავლა დაასრულა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ მასალების საფუძველზე, აშშ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხს განიხილავს.
გაძევებასთან ერთად, აშშ-ის მხრიდან საპასუხო რეაგირების კიდევ რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაახლოებულ პირებსა და ხელისუფლების გარკვეულ ორგანოებს სანქციებს დაუწესებს.

თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა