თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

პოლიციამ მოქმედი მისის მსოფლიო კეროლაინ ჯური დააკავა

შრი-ლანკის პოლიციამ მოქმედი მისის მსოფლიო კეროლაინ ჯური დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯურის დაკავების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, სილამაზის კონკურს „მისის შრი-ლანკას“ ფინალში მომხდარი ინციდენტი გახდა.

კონკურსში პუშპიკა დე სილვამ გაიმარჯვა, მას გვირგვინი გადასცეს, მაგრამ რამდენიმე წამში ჯურიმ მას გვირგვინი ჩამოართვა და განაცხადა, რომ დე სილვა გამარჯვებული ვერ გახდებოდა, რადგან განქორწინებულია. მოგვიანებით დე სილვამ აღნიშნა, რომ ინციდენტი შედეგად თავის არეში დაზიანებები მიიღო.

დე სილვას გვირგვინი დაუბრუნეს, ორგანიზატორებმა კი განაცხადეს, რომ ჯურიმ სილამაზის დედოფალს საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში. მოგვიანებით Facebook-ზე დე სილვამ განმარტა, რომ ქმარს დაშორდა, თუმცა განქორწინებული არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა