თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

მიანმარში კიდევ 11 ადამიანი მოკლეს

მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საპროტესტო აქციების 11 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიანმარის უშიშროების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ამბოხებულებმა ასევე გახსნეს ცეცხლი სანადირო თოფებიდან. მათ „მოლოტოვის კოქტეილებიც“ გამოიყენეს. შეტაკება ქალაქ ფრეშში მოხდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 20 დაჭრილის შესახებ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალაქში ფაქტობრივად ბრძოლა მიმდინარეობდა. სამხედროებს შორის დანაკარგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელიც 1-ელ თებერვალს მოხდა. მიანმარში საპროტესტო აქციების 600-მდე მონაწილე მოკლეს. 2 847 ადამიანი დააკავეს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა