თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

მერკელმა და პუტინმა დონბასში არსებული სიტუაცია განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში არსებული სიტუაცია სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

პუტინმა და მერკელმა სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა დაძაბულობის ესკალაციაში კიევი დაადანაშაულა, რომელიც დაპირისპირების ხაზზე „მდგომარეობას შეგნებულად ამწვავებს“. პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას დონეცკთან და ლუგანსკთან პირდაპირი დიალოგის დამყარებისა და დონბასის განსაკუთრებული სტატუსის გაფორმებისკენ მოუწოდა .
მოსკოვმა და ბერლინმა მოუწოდეს მხარეებს თავშეკავებისა და მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ - აცხადებენ პუტინის პრესსამსახურში.

"უნიანის" ინფორმაციით კი ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შეწყვეტისა და ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, მათ შორის გამოყენებული იყო მძიმე შეიარაღებაც. ორივე მხრიდან არიან დაჭრილები და დაღუპულები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა