თეგებით ძიება
08. 04. 2021 მსოფლიო

„მისის მსოფლიო“ დააკავეს

შრი-ლანკის პოლიციამ მოქმედი “მისის მსოფლიო” კეროლაინ ჯური დააკავა, მას შემდეგ, რაც მან “მისის შრი-ლანკას” კონკურსში გამარჯვებულ ქალს, პუშპიკა დე სილვას გვირგვინი თავიდან სცენაზევე მოგლიჯა და ზიანი მიაყენა.

BBC-ის ცნობით, ინციდენტი კვირას მოხდა, მას შემდეგ, რაც ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული გამოაცხადა. ჯური სცენაზე აიჭრა, გამარჯვებულს გვირგვინი თავიდან მოხსნა და მეორე ადგილზე გასულ ქალს დაადგა თავზე. მისი განმარტებით, დე სილვა ვერ გახდებოდა “მისის შრი-ლანკა”, რადგან ის ქმართან დაცილებული იყო.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დე სილვა ქმართან ერთად არ ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურად დაშორებულები არ არიან.

დე სილვამ მოგვიანებით სოციალურ ქაელში დაწერა, რომ მან კლინიკას მიმართა, რადგან გვირგვინის მოხსნისას, მან თავზე დაზიანებები მიიღო.

პოლიციამ, “მის მსოფლიოსთან” ერთად, კიდევ ერთი მოდელი ჩულა პადმენდრა დააკავა, რომელიც სცენაზე მომხდარ ინციდენტში იყო ჩართული.

პუშპიკა დე სილვას, “მისის შრი-ლანკას” კონკურსში გამარჯვებისთვის, გვირგვინი ისევ დაუბრუნეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა