თეგებით ძიება
09. 04. 2021 მსოფლიო

ბრიტანელი მილიონერი საკუთარ სახლში დანით მოკლეს

ბრიტანელი მილიონერი სერ რიჩარდ სატონი ქალაქ გილინგჰემში, საკუთარ სახლში მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

პოლიციის ინფორმაციით, 83 წლის სატონი ცივი იარაღით დაჭრეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 60 წლის ქალი - სავარაუდოდ სატონის მეუღლე. ის ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა ოთხშაბათ საღამოს მოხდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციაში აცხადებენ, რომ ის მოკლულის ნაცნობი იყო.

რიჩარდ სატონის მფლობელობაში 2 სასტუმრო და სხვა ძვირადღირებული უძრავი ქონება იყო. სატონის ქონება 301 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა