"სულ ვიძახდი, მე რომ მოვკვდები, ,,შიპლეტებსაც” გამხდიან-მეთქი და აჰა!” - აკაკი გოგიჩაიშვილს ცოლი სახლს უყიდის
ტელეჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი, ჟურნალისტი ნინო ხაჟომია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს , რომ ქმრის ოდას ყიდის:
"იმიტომ, რომ Mr. Akaki Gogichaishvili გადაწყვიტა, ოდაში ცხოვრების გამო ჩემი ლანჩხუთში გადასახლება, დავუშალე ლანჩხუთში ეს გურული ბიჭო და ჩამოვუბრძანე თბილისში. ახლა გოგიჩა აჭარაში გამექცა. ასე რომ, აღარ მჭირდება და ვყიდი. ზომები 10X6-ზე, მასალა ლარექსი. ოდაში ყველაფერი ავთენტურია” ,- წერს ხაჟომია.
ცოლის ამ განცხადებას აკაკი გოგიჩაიშვილი ხუმრობითვე პასუხობს:
"სულ ვიძახდი, მე რომ მოვკვდები, ,,შიპლეტებსაც” გამხდიან-მეთქი და აჰა!".