თეგებით ძიება

ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

პაპუაშვილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „აქტივისტები კალანდარიშვილის სახლთან მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ“.

„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც ამ დღეებში თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლაურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, – წერს პაპუაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა