თეგებით ძიება

თალაკვაძემ შეცდომა დაუშვა, ის საუბრობს, თითქოს ჩვენ პასუხისმგებლობას გვურბივართ - ხოჯევანიშვილი

გახარიას გუნდში გადასულმა ქართული ოცნების დეპუტატმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში თალაკვაძის განცხადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა, როდესაც გუნდიდან წასული დეპუტატების უპასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი. ხოჯევანიშვილმა განმარტა, რომ სწორედ მომატებული პასუხისმგებლობის გამო მიიღეს გახარიასთან წასვლის გადაწყვეტილება:

"ჩვენ გვქონდა რამდენიმე კოლეგასთან საუბარი, არც თალაკვაძისთვის არ იყო ეს მოულოდნელობა რაც მოხდა, მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა, ჩვენ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, მან შეიტყო ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ მადლობა გადაგვიხადა და მეტი არაფერი. რაც შეეხება მის ნათქვამს სირცხვილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა, მას არ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი განცხადება, სადაც ჩვენ აღვნიშნავდით რომ არათუ პასუხისმგებლობას გავურბივართ, არამედ პირიქით - ამ პასუხისმგებლობის მომატებული გრძნობის გამო ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ბატონი თავმჯდომარე საუბრობს, რომ თითქოს ვინმე პასუხისმგებლობას გაურბის" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა