ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9171 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9232 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0799 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 იანვარს შევა ძალაში.