"აუცილებელია ჯანსაღი სექსის ქონა... ქართული აზროვნება რომ გოგო ქალიშვილი უნდა გათხოვდეს, არ მესმის" - ცისნამი საყვარლიშვილი
აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში თავის თავგადასავალზე პოსტს აქვეყნებს:
"მოკლედ, კაი ხანი ვფიქრობდი ამას, დამეწერა თუ არა ეს.
ბოლოს გადავწყვიტე რომ დავწერო, რადგან არ მინდა ვინმე სხვასაც იგივე შეემთხვას.
ერთ გოგოს ვიცნობდი ასე ფეისბუქით, ცხოვრობს მაიამიში. თვეები მესენჯერი ამიფეთქა და მეხვეწებოდა, ჩამოდი ჩემთან, ჩამოდი, ძალიან მიყვარხარ, ჩემთვის დიდი პატივი იქნება შენი სტუმრობა, ვგიჟდები შენზე და ა.შ.
ირაკლის გაზაფხულის არდადეგები ჰქონდა, მამამისთან იყო წასული ერთი კვირა. ნუ ჩემი ქმარი სულ მუშაობს და არსად წასასვლელად არ სცალია და მეთქი რამოდენიმე დღე წავალთქო.
ჩემი ქმარი იმით დავკერე, რომ ოთხი შვილის დედაა და მეთქი მისგან ავიღებ მაგალითს ბავშვის აღზრდისთქო, რადგან ვიმეორებ მე არაფერი ვიცი დედობის. ახლა ვსწავლობ ნელ-ნელა.
კარგიო ჩემმა ქმარმა და წავედი.
მადლიერი ვარ, თავისი მანქანით ღამის 3 საათზე დამხვდა. სახლში მიმიყვანა, მაგრამ იმ მანქანაში ისეთი მყრალი სუნი იდგა, მკვდარი კატის სუნი, რომ ახლაც არ მავიწყდება!
როცა ადამიანო იმის საშუალება არ გაქვს რომ სტუმარს ცალკე ოთახი გამოუყო, არ უნდა დაპატიჟო არავინ. ოთახში მის 16 წლის შვილთან ერთად მეძინა, რომელიც არაჩვეულებრივი ბავშვია.
ჩამოვარდა ბოიფრენდ გელფრენდზე საუბარი და მე დავაფიქსირე ჩემი აზრი. ადამიანს როგორც ჭამა და სმა სჭირდება, ასევე აუცილებელია ჯანსაღი სექსის ქონა. მე თუნდაც გოგო მყავდეს არ დავუშლი ბოიფრენდის ყოლას. ეს ამერიკაა, წლებია ადამიანი ამერიკაში ცხოვრობ და ქართული აზროვნება რომ გოგო ქალიშვილი უნდა გათხოვდეს არ მესმის.
ამ ჩემი განსხვავებული აზრის გამო მასპინძელმა, სულ ბოზო, ბოზო მეძახა.
არაფერზე არ მიმივიდა გული. არც მის მოთქვლეფილ საჭელზე და არც მის ჭურჭელზე.
გარეთ ვიყიდე გამზადებული სალათები და იმას ვჭამდი, მოვიმიზეზე დიეტაზე ვარმეთქი.
მე OCD მჭირს და ვგიჟდები სისუფთავეზე, ვერ ვიტან მოუწესრიგებელ, ბინძურ სახლს!
მეთქი მისგან ავიღებ დედობის კარგ მაგალითს და რაის მაგალითი ხალხო, დილით ბავშვებს: 7 წლის, 5 წლის და 2 წლის გაყინულ ნაყინს აჭმევდა საუზმეზე, რადგან მომზადება ეზარებოდა. ბავშვებს იატაკზე ედგათ გაყინული ნაყინის დიდი ყუთი და კოვზებით ჭამდნენ!
ბავშვებს უყვიროდა, სცემდა. ჩემი შვილები არიან და რასაც მინდა იმას ვუზამო. ერთი ბავშვს აშკარად პრობლემები აქვს, სულ ტიროდა, გაღიზიანებული იყო და ექიმის გარეშე დამამშვიდებელ წამალს აძლევდა. აბა წამალი რომ არ მივცე გამაგიჟებსო. ვუთხარი როგორ შეიძლება უექიმოდ ბავშვს რამე მისცე მეთქი. აქ ექიმებმა რა იციან, დებილები არიანო!
მისგან მე ვერანაირ კარგ მაგალითს ვერ ავიღებდი.
მე სულ საკუთარ თავს ვადანაშაულებ, არ ვარ კარგი დედამეთქი, არადა ყოველ დილა 6 საათზე ვიღვიძებ რომ ირაკლი სკოლისთვის მოვამზადო და მისი საყვარელი საუზმე, ფენქეიქი გამოვაცხო. მის ფონზე თურმე საუკეთესო დედა ვყოფილვარ. არ ვიცი საქართველოში რა ხდება, მაგრამ ამ ქვეყანაში, ბავშვს რომ ფიზიკურად შეეხო არ შეიძლება და კანონით ისჯება.
აშკარა იყო რომ მე და ჩემი მასპინძელი ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან.
რატომ ჩანთების წაღებაში არ დამეხმარე ოკეანეზე რომ წავედითო? რატომ ბავშვებს არ აქცევ ყურადღებასო? მე ასე მესმის, როცა უცხო ოჯახში ხარ სტუმრად, უნდა მოგექცნენ ისე როგორც სტუმარს! მე იქ ბეიბისიტერად ხომ არ ჩავედი არა?
7 წლის გოგონამ გატეხა სათამაშო. ვუთხარი სანამ დედაშენი ნახავს თავად აკრიფე ეგ მინებიმეთქი. მე ასე მესმის, რომ ბავშს საკუთარ ჩადენილ დანაშაულზე პასუხიმგებლობის გრძნობა უნდა გაუჩნდეს და თავად აკრიფოს თავისი დამსხვრეული.
გამომივარდა სტუმარს და ბოლო ხმაზე მიღრიალა, შენ რანაირი ქალი ხარ, რატომ თავად არ აკრიფე მინებიო.
ბოდიში ქალბატონო შენ ლოგინში კოტრიალობდე და სტუმარმა მინები გიკრიფოს?! მე ბავშვს დავავალე რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გასჩენოდა. შეიძლება მართალი არ ვიყავი, თავად უნდა ამეკრიფა, რადგან იქვე მეორე ორი წლის ბავშვიც დარბოდა, მაგრამ სტუმარს ასე უნდა უღრიალო ადამიანმა? გადავირიე გოგო. რაის დასვენება, იმხელა სტრესი მივიღე.
ეგ არ იკამარა და იცით და მითხრა, შენ ისეთი ქალი ხარ, ტრუსიკიანი ჩამოუჯდები ჩემს ქმარსო. ბებერი ქმარი გყავსო.
გავგიჟდი გოგო. არადა მისი ქმარი იმ დილას გავიცანი, აივანზე ვიჯექი, გამოვიდა, გამეცნო და ვსაუბრობდით. ძალიან კარგი ადამიანია. ტრაილერის მძღოლია. არც ქმრის მეორიდა, მის წინაშე სულ ბოზო, ბოზო მეძახა. კაცმა სულ ბოდიშები მიხადა.
ეგრევე ავიღე ჩანთა და დავტოვე იქაურობა. 9 სეანსი დამჭირდა ფსიქოლოგთან ამ სტრესის ჩამოსარეცხად.
წამოვედი და მწერს მილიონ მესიჯს, ბოზო, ნაგლო, არაქალო!
თან მემუქრება, იცოდე ჩემს ოჯახზე პოსტი არ დაწეროვო.
ძლივს ჩამოვფრინდი იმ დღისით უკან.
ყველა კომპანიის თვითმფრინავი სავსე იყო და ადგილები აღარ ჰქონდათ ნიუ-იორკამდე.
მერილენდში ჩავფრინდი და იქიდან ლონგ-აილენდში.
ბილეთში ხომ სამმაგი გადავიხადე! აი, რა ძალა მედგა?! სად მივდიოდი? რა მინდოდა? არ იცნობ ადამიანს? ასე ფეისბუქით ყალბ კომენტარებს გიწერს და გგონია რომ მასთან ღირს სტუმრობა და რადგან ოთხი შვილი ჰყავს კარგი დედაა!
ვახ! კაი ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იყო ჩემთვის.
ფეისბუქზე დავბლოკე, ტელეფონზე დავბლოკე.
მესამე დღეს თავისი შვილის ნომრით მომწერა ასეთი ბოროტება. შენ ისეთი საზიზღარი და ცუდი ადამიანი ხარ, რომ საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებსაც არ უნდიხარო. შენს ადგილას თავს არ ვიცოცხლებდი, როგორ გიძლებს ეგ შენი ქმარიო.
ეს მესიჯი რომ მივიღე საჭესთან ვიჯექი, გავხსენი, წავიკითხე და ისე ავკანკალდი, განვიცადე, ავარია გავაკეთე. ტელეფონის ბოძს დავეჯახე, თავი მაგრად ვლეწე, ვიტკინე და მანქანაც დავანგრიე.
ხომ არის ღირსი რომ ვუჩივლო, მორალური ზიანის მოყენებისთვის?! მაგრამ თან მეცოდება, ქალი არის გაუბედურებული, გაბოროტებული და გადაღლილი ყოველდღიური რუტინისგან. მისთვის არ არსებობს გართობა, დასვენება და ბედნიერება.
ასეთი უბედური ქალები კი ბედნიერ შვილებს ვერ აღზრდიან. წარმოიდგინეთ ისეთი ბოროტია, ჩემი ერთი მეგობარი გოგონა გავაცანი პალმ ბიჩზე და მის ანგელოზივით ბავშვზე თქვა, ეს ბავშვი კარგად არ არის რაღაც ნაკლი აქვსო. მაგათ გენებში აქვთ ასე, მისი მულის შვილს დაუნის სინდრომი აქვსო. აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობრის მულს იცნობდა.
ეს პოსტი ასე მოგვიანებით იმიტომ დავწერე რომ კიდევ ერთი ფეისბუქით გაცნობილი გოგო დაპატიჟა და არ მინდა მასაც იგივე შეემთხვას.
ახლა გამოვლენ ზოგიერთები და დაიწყებენ ჩემზე ჭორაობას. არ მაინტერესებს არაფერი, ვინც რა უნდა ის თქვას. დავწერე მხოლოდ სიმართლე!
ჩემს სახლში სტუმარი ყოფილა და იკითხეთ როგორი მასპინძელი ვარ. ზედ ვყვები ყველას. როცა სტუმრის მიღების და პატივისცემის ტრაკი არ გაქვს, არ უნდა დაპატიჟო!
ადამიანები განსხვავებულები ვართ და ვიღაცას ისე ესმის, ვიღაცას ასე. მაგის გამო არ უნდა გალანძღო!
მორალი: არ ესტუმროთ არავის ვისაც პირადად არ იცნობთ! ნუ ენდობით ფეისბუქით გაცნობილ ადამიანებს.
ძლივს გადავურჩი სიკვდილს. აი, ეს ქნეს ბოროტმა სიტყვებმა! ", - წერს საყვარლიშვილი ფეისბუქზე.
[flash=425,264]
მოკლედ, კაი ხანი ვფიქრობდი ამას, დამეწერა თუ არა ეს. ბოლოს გადავწყვიტე რომ დავწერო, რადგან არ მინდა ვინმე სხვასაც...Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ოთხშაბათი, 14 აპრილი, 2021