"უშენოდ არ გამოვა" - თბილისში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისში ორ აქციას გამართავენ.
"არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს! დაასანქცირე ივანიშვილი!" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია 14:00 საათში ევროკავშირის საელჩოსთან გაიმართება.
რაც შეეხება პროტესტის მეორე ლოკაციას - აქცია სახელწოდებით "უშენოდ არ გამოვა", 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ორგანიზატორი ჯგუფი დაიტოვეა.