თეგებით ძიება

ჩვენს ქვეყანასა და განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყველა მიმართულებით ჭრის განვითარების შესაძლებლობას - უგულავა

ოპოზიციამ ამომრჩეველთან შესახვედრად რეგიონებში დაიწყო სიარული. ხელისუფლების ოპონენტები 15 მაისის ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან. ისინი ეტაპობრივად შეხვდებიან სხვადასხვა რეგიონების მკვიდრებს და მოუსმენენ მათ იმ ყოფით პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, 15 მაისი არის შესაძლებლობა, გაბრაზებულმა ადამიანებმა თავიანთი პროტესტი გამოხატონ:

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში უმნიშვნელოვანესი თარიღია იმიტომ, რომ ეს იქნება ათიათასობით ადამიანისთვის შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი პროტესტი და ბრაზი. მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე, პროტესტს, იმედგაცრუებულ გაბრაზებულ ადამიანებს. ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ მათ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება. იჭერენ აქტივისტებს, სახლში, თავის მიწა- წყალზე არ უშვებენ ადამიანებს. შეუძლებელია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის ნაცვლად, რომ წავიდეს წინ. ხელისუფლება უქმნის მათ ისეთ ილუზორულ განცდას, გეგონება საქართველოში სიტუაცია ყვაოდეს. ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანები დადიან აქციაზე. ჯერ ვემზადებით 15 მაისისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს. ამისთვის არის აუცილებელი, რომ შევიკრიბოთ და შევცვალოთ - შევიკრიბოთ და გავუშვათ. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანასა და განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყველა მიმართულებით ჭრის განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება მთავარი ლაიტმოტივი“, - განაცხადა უგულავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა