"რა დონეზე დაეცი "ოცნება", რომ დომენიკ მანგოს, ლადო ბომჟაძის,ეკლესიისა და პატრიარქის მაგინებელთა იმედად დარჩი" - სანდრო ბრეგაძე
"ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე დღეს, რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს “ქართული მარში” იმყოფება რიონის ხეობაში‼️ამის პასუხად ეკლესიის და პატრიარქის მაგინებელთა სექტას ვინმე დომენიკ მანგოს მეთაურობით მიცეს ფული,უქირავეს მერსედესის ავტობუსები და გააყოლეს უკან ჩვენს კოლონას.ჩანაფიქრი იყო მარტივი - ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი და მითუმეტეს მარშელი რომ შეეჩეხებოდა ეკლესიის და პატრიარქის მტრებს მოხდებოდა კონფლიქტი თუ არეულობა‼️ქართული მარში მოიქცა გონივრულად-დატოვა ის ადგილი სადაც დაქირავებული პროვოკატორები მოდიოდნენ და გადაინაცვლა სხვა ადგილას‼️მივიდნენ ქრისტიანობის მტრები და პატრიარქის ცილისმწამებლები შესაძლო პროვოკაციის ადგილას და რას ხედავენ,არც ქართული მარში და არც რიონის ხეობის მცველები იქ არ დახვდნენ‼️იდგნენ ეს ღვთისგან დაწყევლილები ერთი 20 წუთი,შემდეგ ტელეფონზე ვიღაცისგან ბრძანება მიიღეს და კუდამოძუებულებმა დატოვეს იქაურობა‼️კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ‼️თუმცა დარჩა ერთი დიდი კითხვა - რა დონეზე დაეცი ოცნება რომ დომენიკ მანგოს,ლადო ბომჟაძის,ეკლესიისა და პატრიარქის მაგინებელთა იმედად დარჩი⁉️", - წერს ბრეგაძე.