"საქართველოს ჰყავს ეთნიკურად აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა...ერთხმად დავგმოთ ეს უკიდურესი რასიზმი"
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ამიერკავკასიაში არსებულ რთულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებში არსებული რასიზმი დასაგმობია:
"აზერბაიჯანის ხელისუფლება გადასულია საშინელი რასიზმის წახალისებაში სომხების მიმართ. აბსოლუტურად არაჯანსაღად ვითარდება მოვლენები. ის აბსურდული ე.წ. მუზეუმი არის სიმახინჯე და ბოროტება. საქართველოს ჰყავს ეთნიკურად აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა და ეს თემა უნდა იქცეს საჯარო განხილვის თემად აქ, რათა ერთხმად დავგმოთ ეს უკიდურესი რასიზმი და ამ ქვეყანაში მაინც მივცეთ სწორი შეფასება მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს", - წერს პატარაია ფეისბუქზე.