თეგებით ძიება

"სეირზე გაქვთ ორგაზმი! ძალადობის დედაც..." - ირაკლი ლატარია

ცესკოს ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ლატარია მსახიობ ნინუცა მაყაშვილის და ბესო ზანგურის სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"რობერტ სტურუა არის ჩვენი ქვეყნის საგანძური!!!
სანამ სტურუას აგინებთ, საკუთარ ცხოვრებას გადახედეთ, შემდეგ სარკეში ჩაიხედეთ, შემდეგ ჩვენც გვიპასუხეთ საერთოდ რამე თუ შეგიქმნიათ და ამის შემდეგ ამოიღეთ ხმა!!!
წერტილი.

რაც შეეხება ბესოს, ეს მისი ცხოვრებაა, მისი ოჯახია და უბრალოდ ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი რა და როგორ მოხდა და არც ვთვლი თავს ვალდებულად, რომ რაიმე ვიცოდე. ამიტომ, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა და აი თქვენ რა განერვიულებთ? რატომ გამოგავთ დასკვნები ნაადრევად? არ მესმის, რა სიამოვნებას განიჭებთ, ფაქტების გარეშე სიტუაციებზე საუბარი?

ძალადობის დედაც, მოძალადისაც და დამბრალებლისაც - ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? უბრალოდ, თქვენ რა გაწუხებთ? სეირზე გაქვთ ორგაზმი და მეტი არაფერი!!!", - წერს ლატარია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ მეუღლეს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.

საზოგადოებაში მაყაშვილის განცხადებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქალთა უფლებადამცველებმა დღეს აქცია გამართეს და ზანგურის თეატრიდან გათავისუფლება მოითხოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა