აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაზი გაუშვეს
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალოვნებმა გაზი გაუშვეს.
“ასეთი რამ აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში ჯერ არ მომხდარა,” – წერს ტელეგრამ არხი “RESPUBLICA”.
მანამდე ადგურ არძინბამ მოუწოდა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერებსა და თავმჯდომარეს, ჩაატარონ სესია და რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილებმა შენობის ღობე შეანგრიეს. პროტესტი დე ფაქტო პარლამენტში საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სხდომას მოყვა, რომელიც ჩაიშალა.